პროდუქტის დაბრუნების პირობები:

1.1 თუ მიმღები პირი გადამზიდავის მიერ გადაცემულ პროდუქციას ჩაიბარებს ვიზუალური დათვალიერების გარეშე და გადაცემის მომენტში პრეტენზიას არ გამოთქვამს პროდუქციის დაზიანების შესახებ, მაშინ ითვლება, რომ მიმღებმა პირმა პროდუქცია მიიღო უნაკლოდ, შეთანხმებული პირობებით

1.2 მიმღები პირის მიერ კომერციულ ინვოისზე ხელმოწერის შემდეგ, მომხმარებელზე გადადის ნივთის ან/და მისი შეფუთვის შემთხვევითი განადგურების ან დაზიანების რისკი და პროდუქციასთან დაკავშირებით პრეტენზიები აღარ მიიღება.

1.3 მიმღები პირის მიერ პროდუქციის ჩაბარების შემდგომ, შპს „ტვიფრი“ არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანისთვის, რაც შესაძლოა გამოწვეული ან დაკავშირებული იყოს პროდუქციის ბუნებრივ და თვისობრივად მახასიათებელ ცვეთასთან, ფერის შეცვლასთან, მომხმარებლის მიერ არასწორი მოპყრობით გამოწვეულ დაზიანებასთან.

1.4 თუ მიმღები პირი, გადამზიდი კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით,  დალუქული პროდუქციის გახსნისას აღმოაჩენს, რომ პროდუქცია დაზიანებულია, უარს აცხადებს პროდუქციის ჩაბარებაზე და პროდუქციის მიუღებლობის მიზეზის მოკლე შინაარსს უთითებს კომერციულ ინვოისში სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ გრაფაში, რასაც ადასტურებს ხელმოწერით.

1.5 პროდუქციის დეფექტის და/ან გარეგნული დაზიანების გამო მიუღებლობის შემთხვევაში, შპს ტვიფრი თავად შეამოწმებს დაბრუნებულ პროდუქციას და გონივრულ ვადაში, აცნობებს მომხმარებელს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მატერიალურად ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. პროდუქცია დეფექტის მქონედ შეიძლება ჩაითვალოს, თუ იგი არ შეესაბამება შეკვეთაში დაფიქსირებულ პროდუქციას ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს, მას აქვს ქარხნული წუნი ან/და პროდუქტი დაზიანებულია მიწოდების პროცესში. იმ შემთხვევაში, თუ:

ა) შპს „ტვიფრი“ დაადასტურებს დაბრუნებული პროდუქციის დეფექტს ან/და გარეგნულ დაზიანებას, მარაგში იმავე დასახელების პროდუქციის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს მომხმარებელისათვის მის მიწოდებას. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს არ დაეკისრება განმეორებით მიწოდებასა და დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯები.

ბ) შპს „ტვიფრი“ დაადასტურებს დაბრუნებული პროდუქციის დეფექტს ან/და გარეგნულ დაზიანებას, თუმცა იმავე დასახელების პროდუქციის მარაგი ამოწურული იქნება, შეკვეთის ფასი, მიწოდებასა და დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით, სრულად დაუბრუნდება მომხმარებელს.

სხვა ვალდებულება ან პასუხისმგებლობა, მათ შორის, დეფექტის ან/და გარეგნული დაზიანების მქონე პროდუქციის მიწოდების შედეგად დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს მიუღებელ შემოსავალს და რეპუტაციისათვის მიყენებულ ზიანს, შპს „ტვიფრს“ არ დაეკისრება;

გ) შპს „ტვიფრი“  არ დაადასტურებს დაბრუნებული პროდუქციის დეფექტს ან/და გარეგნულ დაზიანებას, ამ შეთანხმების ფარგლებში განსაზღვრულ მიმღებ პირს შესაძლებლობა ექნება, იგივე პროდუქცია გაიტანოს შპს „ტვიფრი“- ს სათაო ოფისიდან გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. მიმღები პირის მიერ ამ ვადაში პროდუქციის შპს „ტვიფრი“-ს სათაო ოფისიდან არგატანის შემთხვევაში, მოხდება შეკვეთის გაუქმება, ხოლო აღნიშნულის შედეგად წარმოშობილი ყველა ხარჯი, მათ შორის, პროდუქციის გადაზიდვის, ბანკის მომსახურების საკომისიო დაეკისრება მომხმარებელს და ანაზღაურდება მის მიერ გადახდილი თანხიდან.

1.6 შეკვეთის გაუქმების პირობები: შეკვეთის გაუქმება არ არის შესაძლებელი.