პერსონალური ინფორმაციის გამოყენება
წინამდებარე შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით “ტვიფრი“-ს არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც შპს „ტვიფრი“ მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირება
ჩვენ, „ტვიფრი“-ს გუნდი, გპირდებით, რომ:
• ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
• არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
• ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
ვებგვერდზე რეგისტრაციისას (ასევე შეკვეთის განხორციელებისას), საიტზე განთავსებული სამომხმარებლო წესების და პირობების გაცნობითა და თანხმობით თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით საიტზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თქვენ ასევე ადასტურებთ რომ, მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
რა სახის პერსონალური მონაცემები?
მონაცემები, რომლებიც დამუშავებულია კომპანიის მიერ და პერსონალურ მონაცემებად ითვლება პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად. თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ტერმინი “პერსონალური მონაცემები” ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობების შესაბამისად უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- პირადობის მოწმობა
- საკონტაქტო ინფორმაცია
- ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ
- მომხმარებლის მონაცემები
- პერსონალური მონაცემები