ტვიფრი
ავტორიზაცია / რეგისტრაცია
0 items / 0 ₾
Menu
ტვიფრი
0 items / 0 ₾
  • მთავარი
  • ტვიფრი
    • ჩვენ შესახებ
    • გუნდი
    • სიახლეები
  • მედლები
  • მონეტები
  • კონტაქტი
მთავარი » მაღაზია » ვახტანგ გორგასალი – საკოლექციო მედალი სერიიდან “საქართველოს მეფეები”
ამბავი ტარიელისგან ლომ-ვეფხის დახოცვისა - სერიიდან ვეფხისტყაოსანი 480 ₾
Back to products
მედეასა და იასონის სიყვარული - სერიიდან მითები სიყვარულზე 854 ₾
გადიდება

ვახტანგ გორგასალი – საკოლექციო მედალი სერიიდან “საქართველოს მეფეები”

300 ₾

შემადგენლობა

სპილენძი

ხარისხი

ანტიკური დაძველებული

წონა

61,20 გ

დიამეტრი

50 მმ

მოჭრის რაოდენობა

300

გამოშვების წელი

2022

ზარაფხანა

ლიეტუვის ზარაფხანა

მედალი შექმნილია ტვიფრის შემოქმედებითი გუნდის მიერ.

საკოლექციო მედალი ეძღვნება ვახტანგ გორგასალს, ქართლის მეფეს V საუკუნის მეორე ნახევარში. ვახტანგმა ტახტზე ასვლისთანავე დაიწყო ბრძოლა სასანური ირანის წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავდა ქართლის პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენას. მისი ზეობისას გააქტიურდა ურთიერთობა ქართლსა და ბიზანტიას შორის. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ვახტანგ გორგასალის მიერ განხორციელებული ქართლის ეკლესიის რეორგანიზაცია. ქართული საისტორიო ტრადიცია მეფე ვახტანგს ქალაქ თბილისის დამაარსებლად მიიჩნევს. სწორედ მან გადმოიტანა ქართლის დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში.
ვახტანგ გორგასალი გამეფდა 15 წლის ასაკში, იმეფა 45 წელი და აღესრულა 60 წლისა.

226 in stock

SKU: ვახტანგ გორგასალი Category: მედლები
  • Description
Description

მედლის ავერსზე აბჯარასხმული, შარავანდიანი მეფე ვახტანგ გორგასალია გამოსახული. მეფეს მარჯვენა ხელით, ჯვრის სახედ, სწორტარიანი და სწორპირიანი ხმალი აღუმართავს, რითაც მისი წმინდანობაა ხაზგასმული. მეფეს მარცხენა ხელზე შევარდენი უზის. შევარდენი, ერთის მხრივ, სამეფო ძალაუფლების სიმბოლო და ატრიბუტია, მეორე მხრივ კი, თბილისის დაარსების ისტორიას უკავშირდება: მეფე ვახტანგმა ნადირობისას შევარდენი ხოხობზე მიუშვა. დადევნებულ მონადირეებს ორივე ცხელ წყაროში ჩავარდნილი და ჩაფუფქული დახვდათ. მეფემ ამ ადგილას ქალაქის დაარსება ბრძანა, ცხელი წყაროების არსებობის გამო თბილისი უწოდა და სატახტო ქალაქად გამოაცხადა.

ვახტანგ გორგასალს მოკლემკლავიანი აბჯარი მოსავს, რომლის ზემოდან მოსასხამი აქვს მოცმული. მოსასხამი ყელთან საკინძით (ფიბულით) არის შეკრული. ვახტანგ გორგასლის სამხედრო აღჭურვილობაში განსაკუთრებით აღსანიშნია სეგმენტური მუზარადი, რომელზეც ჭედურობის ტექნიკით შესრულებული მგლის თავია გამოსახული. ამ მუზარადის დანახვაზე მტერი ვახტანგს უბრძოლველად გაურბოდა.

მედლის ავერსის ზედა, წრიულ სარტყელზე დატანილია წარწერა „ვახტანგ გორგასალი“, ხოლო ქვედა წრიულ სარტყელზე – წარწერა „უმჯობესი და აღმატებული ყოველთა მეფეთა ქართლისათა“. წრიული სარტყელის წარწერები ერთმანეთთან დაკავშირებულია ბოლნური ჯვრის სიმბოლიკით, რომელიც ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული ტაძრის, ბოლნისის სიონის ფასადზეა გამოსახული. მედლის ავერსზე ასევე დატანილია წარწერა „V ს.“ (ვახტანგ გორგასლის მეფობის ხანა), „ტ“ (ტვიფრის ლოგო) და „2022“ (მედლის გამოშვების წელი).

მედლის რევერსზე მეფე ვახტანგ გორგასლის სპარსელებთან ბრძოლის კომპოზიციაა გამოსახული. ცხენზე ამხედრებული, ხმალამოღებული მეფე მოწინააღმდეგეთა ჯგუფშია შეჭრილი. დამფრთხალი სპარსელები შიშს მოუცვია: „ვითარცა იხილიან ვახტანგ თქვან: „მირიდეთ თავსა მგლისასა“… „და იქმნა ბრძოლა ფიცხელი და ძლიერი. მოსწყვდეს ურიცხვ სპარსნი“ (ქართლის ცხოვრება).

მედლის რევერსის ზედა წრიულ სარტყელზე დატანილია წარწერა „ႨႷႭ ႩႠႺႨ ႭჃႸႨႸႨ ႥႨႧႠႰႺႠ ႭჃჄႭႰႺႭ„ (იყო კაცი უშიში ვითარცა უხორცო) შესრულებული ასომთავრული ფონტით.

„ისე იცხოვრეთ, რომ ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესთვის, რათა წარუვალი დიდება მოიპოვოთ“

/ ვახტანგ გორგასალი /

Related products

Add to cart

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამახსოვრო მედალი

300 ₾
ჩემი ანგარიში
  • წესები და პირობები
  • დაბრუნების პოლიტიკა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ვებგვერდის გამოწერა

© 2026 ტვიფრი. All rights reserved

payments
  • მთავარი
  • ტვიფრი
    • ჩვენ შესახებ
    • გუნდი
    • სიახლეები
  • მედლები
  • მონეტები
  • კონტაქტი
  • ავტორიზაცია / რეგისტრაცია
კალათა
დახურვა

შესვლა

დახურვა

დაგავიწყდათ პაროლი?

არ ხართ რეგისტირებული?

რეგისტრაცია

ვახტანგ გორგასალი – საკოლექციო მედალი სერიიდან “საქართველოს მეფეები”

300 ₾

226 in stock

მედლების ძიება