კაცობრიობა ანტიკური დროიდან დღემდე ძვირფას მონეტებსა და მედლებს უკიდურესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. უძველესი სამეფოების, კულტურებისა და ტრადიციების აღმოჩენის საყრდენი ისტორიკოსებისთვის ხშირად აღმოჩენილი მონეტებია, რომელიც საუკუნეების წინანდელი ეპოქების შესახებ მნიშვნელოვან ამბავს გვიყვება.
ის ფაქტი, რაც კოლექციონერების მოტივაციის უკან დგას, არასდროს არ იცვლება. ეროვნული სიამაყის, ტრადიციების, პატივისცემისა და კოლექციის გამდიდრების გამძაფრებული სურვილი უცვლელად გადაეცემა თაობებს. დაუოკებელი გონება განუწყვეტლივ ფიქრებში ახლის მოლოდინისა და ძველის ძიების შერწყმის პროცესშია, სწორედ აქ ჩნდება მეტის მიღებისა და მოუსვენარი ეგოს დაკმაყოფილების გადაწყვეტილება. “ტვიფრის” იდეაც ამაშია.
თანამედროვეობასთან ერთად ჩნდება ორიგინალურობის, კრეატიულობისა და სიახლისადმი მისწრაფებები, იხვეწება გემოვნება და სურვილები, რომელიც თავდაყირა აყენებს ჩვენს ხედვებს. საჭიროა, ერთდროულად გარდავქმნათ და ამასთან აუცილებლად შევინარჩუნოთ ძველი მოტივები. ტვიფრის გუნდი მზად არის რეალობად აქციოს იმ ადამიანების სურვილები, ვინც აფასებს ამ ღირებულებებს და ხელოვნების დახმარებით ცდილობს ეროვნული სიამაყის უკვდავყოფას.