საქართველოს მეფეების სერიის პირველი საკოლექციო მედალი ვახტანგ გორგასალს ეძღვნება. მეფეს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ისტორიაში.
ანტიკური დაძველებით შესრულებულ საკოლექციო მედალში გაერთიანებულია ლეგენდარული ქართველი მეფის სახე, სიმბოლოები და ეპოქა.
ტვიფრის შემოქმედებითი გუნდის მიზანი მედალზე დატანილი თითოეული დეტალის სიმბოლურად დატვირთვა და ვახტანგ გორგასლის ეპოქის გაცოცხლება იყო.
სწორედ ამ მიზნის საპასუხოდ, საკოლექციო დანიშნულების მედლის სერტიფიკატის ვიზუალი ბოლნისის სიონის კაპიტელზე დატანილი, ქვაზე კვეთილი ორნამენტული ფრაგმენტის მიხედვით არის შექმნილი.
ბოლნისის სიონი აშენდა საქართველოს პოლიტიკური და კულტურული აღმავლობის ხანაში, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობისა და ბრძოლის შედეგად ქართულმა ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქთაგან დამოკიდებულებას თავი დააღწია. თვით ბოლნისის საეპისკოპოსოც, რამდენიმე სხვა საეპისკოპოსოსთან ერთად, ვახტანგმა დააარსა.
მედლის გაფორმებისას გამოყენებული ორნამენტების ინსპირაციაც სწორედ ბოლნისის სიონის ტაძრის რელიეფი გახდა.