ტვიფრი
ავტორიზაცია / რეგისტრაცია
0 items / 0 ₾
Menu
ტვიფრი
0 items / 0 ₾
  • მთავარი
  • ტვიფრი
    • ჩვენ შესახებ
    • გუნდი
    • სიახლეები
  • მედლები
  • მონეტები
  • კონტაქტი
მთავარი » მაღაზია » საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამახსოვრო მედალი
მედეასა და იასონის სიყვარული - სერიიდან მითები სიყვარულზე 854 ₾
Back to products
იასონი და არგონავტები - სერიიდან მითები სიყვარულზე 854 ₾
გადიდება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამახსოვრო მედალი

300 ₾

შემადგენლობა

თითბერი

დაფარვა

ვერცხლი

ხარისხი

ანტიკური დაძველებული

წონა

61,20 გ

დიამეტრი

50 მმ

მოჭრის რაოდენობა

500

გამოშვების წელი

2021

ზარაფხანა

ლიეტუვის ზარაფხანა

მედალი შექმნილია ტვიფრის შემოქმედებითი გუნდის მიერ.

1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო, რომელიც  ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია იყო ევროპაში და ჯერ კიდევ მაშინ აღიარებდა ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა: თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო. სწორედ პირველმა კონსტიტუციამ განსაზღვრა ქვეყნის პირდაპირი დემოკრატიისა და  ხელისუფლების დანაწილების ძირითადი პრინციპები. პირველი კონსტიტუცია მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე, სრულყოფილი და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უზენაესი საკანონმდებლო აქტი იყო.

48 in stock

SKU: კონსტიტუცია 100 Category: მედლები
  • Description
Description

მედლის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს „შეიარაღებული ქალის“ გამოსახულება, რომელიც იმდროინდელი საქართველოს სიმბოლური განსახიერებაა. იოსებ შარლემანის ნახატი ქართული საფოსტო მარკისთვის შეიქმნა, მებრძოლი ქალის გამოსახულება დამფუძნებელი კრების, საქართველოსათვის ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენების იდეოლოგიის მატარებელია, დაწყებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდან, დამთავრებული პირველი კონსტიტუციით, სადაც ქალთა უფლებები და თანასწორობა, კონსტიტუციის მიხედვით პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისთვის ძირითადი კანონი იყო. ეს იყო გზავნილი ცივილიზებულ სამყაროსთან ქალთა უფლებების მკაფიო ხაზგასმით.

შეიარაღებულ ქალს ერთ ხელში შუბი უჭირავს, მეორეში საბრძოლო ფარი, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით.

მედლის ავერსის მარცხენა ნაწილში გამოსახულია წარწერა „100 წელი“,  შესრულებული ტრადიციული ქართული კალიგრაფიით – კიდურყვავილოვანი სტილით. კიდურყვავილოვანი დამწერლობა XI საუკუნეში გაჩნდა და ფართოდ გამოიყენებოდა ქართული ხელნაწერების დასამშვენებლად. თავად სახელწოდება „კიდურყვავილოვანი“ ივანე ჯავახიშვილს ეკუთვნის. წარწერა გაფორმებულია საქართველოს პირველი კონსტიტუციის დოკუმენტზე გამოსახული ორნამენტით, რომელიც 1921 წლის მარტში ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში, დაიბეჭდა.

მედლის ავერსის ზედა წრიულ სარტყელზე გამოსახულია წარწერა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია“, ქვედა წრიულ სარტყელზე კი დატანილია საქართველოს პირველი კონსტიტუციის დოკუმენტის დასათაურებიდან ამონარიდი „1921 წლის თებერვლის 21“. მედლის ავერსზე ასევე გამოსახულია პროექტ „ტვიფრი“ – ს ლოგო და მედლის გამოშვების წელი „2021“.

მედლის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ არქიტექტორული გამოსახულება. შენობის ამ ნაწილში იყო დარბაზი, სადაც შეიმუშავეს, მოისმინეს და  დაამტკიცეს პირველი კონსტიტუცია. ეროვნული  სასახლის შენობა წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც აიგო 1802 წელს, როგორც მთავარმართებლის სახლი, 1865 წელს კი თბილისში მოღვაწე ცნობილმა შვედმა ხუროთმოძღვარმა ოტო იაკობ სიმონსონმა საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარა, სადაც 1917-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ფუნქციონირებდა. მედლის რევერსზე ასევე გამოსახულია ორნამენტი  იმდროინდელი ქართული ეროვნული ჰიმნი „დიდების“ გარეკანის მიხედვით.

მედლის რევერსის ზედა წრიულ სარტყელზე დატანილია წარწერა საქართველოს პირველი კონსტიტუციის 52-ე მუხლის მიხედვით „ხელმწიფება ეკუთვნის მთელ ერს“. ხოლო ქვედა წრიულ სარტყელზე კი გამოსახულია წარწერა „მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ“ პირველი კონსტიტუციის დოკუმენტის დასათაურების მიხედვით. ამავე დოკუმენტის მიხედვით საქართველოს დედაქალაქი იყო თბილისი, ხოლო „ტფილისი“ იმდროინდელი დედაქალაქის სახელწოდება. სწორედ ამ მიზნით მედლის რევერსის ქვედა ნაწილში გამოსახულია წარწერა „ტფილისი“.

Related products

Add to cart

ვახტანგ გორგასალი – საკოლექციო მედალი სერიიდან “საქართველოს მეფეები”

300 ₾
ჩემი ანგარიში
  • წესები და პირობები
  • დაბრუნების პოლიტიკა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ვებგვერდის გამოწერა

© 2026 ტვიფრი. All rights reserved

payments
  • მთავარი
  • ტვიფრი
    • ჩვენ შესახებ
    • გუნდი
    • სიახლეები
  • მედლები
  • მონეტები
  • კონტაქტი
  • ავტორიზაცია / რეგისტრაცია
კალათა
დახურვა

შესვლა

დახურვა

დაგავიწყდათ პაროლი?

არ ხართ რეგისტირებული?

რეგისტრაცია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამახსოვრო მედალი

300 ₾

48 in stock

მედლების ძიება